
კასპში, საკუთარ სახლში მამაკაცი მოკლული იპოვეს - მას მჭრელი ნივთით მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
მომხდარ ფაქტს შსს ადასტურებს. პრესცენტრში აცხადებენ, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილები დილის საათებში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.