-
2014-12-14 15:01
ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში, რომელიც გალის რაინის ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება, 85 წლის ქალი სასტიკად აწამეს და გაძარცვეს.
დაზარალებული ქალბატონი, რომელიც მეზობლებმა საკუთარ სახლში იპოვეს, საავადმყოფოშია გადაყვანილი. სახლიდან დაახლოებით 2.000 ლარია წაღებული - თანხა, რომელიც ოჯახმა საკარმიდამო ნაკვეთზე მოწეული თხილის გაყიდვის შემდეგ გადაინახა.
თვითმხილველების თქმით, ყაჩაღები ავტომატებით იყვნენ შეიარაღებული და ნიღბები ეკეთათ. მას შემდეგ, რაც ქალი აწამეს და დააბეს, თავდამსხმელებმა მის სახლში გამზადებული სადილიც ჭამეს და სახლი მხოლოდ ამის შემდეგ დატოვეს.