-
2014-12-12 00:34
საზარელი მკვლელობა თბილისში: შსს-ს ინფორმაციით, „ქალაქ პროექტის“ ხელმძღვანელმა საკუთარ კაბინეტში 34 წლის ალექსანდრე გოცირიძე მოკლა. გამოძების ცნობით, გასროლას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
„ქალაქ პროექტის“ ხელმძღვანელი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ის შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. მომხდარის თვითმხილველები კი დაკითხვაზე იმყოფებიან. დაკითხვამდე „ქალაქ პროექტის“ თანამშრომლებს „კურიერის“ გადამღები ჯგუფი გაესაუბრა, ისინი სროლის ხმას ვერ იხსენებენ.
მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-09-18 10:04
-
2016-05-18 22:27
-
2016-04-18 01:30
-
2016-02-08 13:30