
ზუგდიდში დაახლოებით ერთი საათის წინ მომხდარი ყაჩაღობის შესახებ ინფორმაციას "თავისუფალი ზონა" ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, საკუთარი სახლის სადარბაზოში დააყაჩაღეს ლომბარდის თანამშრომელი ნუნუ შონია, რომელიც შინ ბრუნდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ყაჩაღებმა მას ძვირფასეულობა და რამდენიმე ათასი ლარი გასტაცეს, რის შემდეგაც მიიმალნენ. დაზარალებული ამბობს, რომ თავდამსხმელები შეიარაღებული იყვნენ.