სენაკის მუნიციპალიტეტში საქონლის ქურდებს პოლიცია მფარველობს - სოფელ ეკის მოსახლეობა

Image

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის მოსახლეობა პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ ღია წერილში გამოთქვამს საფუძვლიან ეჭვს, რომ სოფელში გახშირებული საქონლის ქურდობის უკან პოლიცია დგას. ამ დასკვნამდე სენაკელები პოლიციის უმოქმედობამ მიიყვანა. მათი თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში 250 კომლიან სოფელში ას სულზე მეტი საქონელია მოპარული.

 

ეკის მოსახლეობის ღია წერილს "თაიმერი" აქვეყნებს, რომელსაც "აფხაზეთის ხმაც" გთავაზობთ:

 

"მოგმართავთ ადამიანები, რომელსაც წლებია უმოწყალოდ გვძარცვავენ და იმ კონკრეტულ რაიონში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, არც პოლიციისა და არც სხვა ადგილობრივი ორგანოების სახით, სამართლის დამდგენი და განმკითხავი არავინ გვყავს!

 

მოგახსენებთ, რომ ჩვენს კუთხეში და სოფელში დანაშაული, რომელსაც საქონლის ქურდობა ჰქვია, ყველა დროს და ყველა ხელისუფლებების პერიოდში ხდებოდა! თუმცა, ამ დანაშაულს არ ჰქონია იმდენად დიდი მასშტაბი რომ სოფელს თავი დაუცველად ეგრძნო და საპროტესტო აქციებისთვის მიემართა!

 

დანაშაულის ფაქტებიც, ასე თუ ისე, იხსნებოდა და დამნაშავეების დასჯის არაერთი ფაქტიც გვახსოვს თვით ტოტალური განუკითხაობის პერიოდშიც კი.. მაგრამ იმან, რაც ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ხდება, ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა...

 

სოფელში საქონლის ქურდობამ ცინიკური ფორმები და არნახული მასშტაბები მიიღო! ბოლო ორი წლის მანძილზე, ეკის თემში, რომლის მოსახლეობა სულ რაღაც 250 კომლამდეა, 100 სულზე მეტი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვია მოპარული (ზოგი საძოვრიდან და ზოგიც პირუტყვის სადგომიდან)! ამა წლის ნოემბრის თვეში კი ქურდობამ პიკს მიწია და 12 ოჯახის- 30 სულამდე საქონელი იქნა გატაცებული საძოვრიდან ისე, რომ ოჯახებმა 4-4 და 5-5 სული პირუტყვი დაკარგეს, რაც ფაქტობრივად ამ ოჯახებს შიმშილით სიკვდილის საფრთხეს უქმნის, რადგან მათ აღარ დარჩათ მეტი საქონელი, რომელიც მათი შემოსავლის და ოჯახის გამოკვების ერთადერთი წყარო იყო!

 

ცინიკური და დანაშაულებრივია სენაკის პოლიციის დამოკიდებულება ზემოაღნიშნული დანაშაულების მიმართ, რადგან მათ ამ ორი წლის განმავლობაში, არ გაუხსნიათ არც ერთი საქმე და არ გამოუვლენიათ არცერთი დამნაშავე!

 

საქმე იქამდე მივიდა, რომ ოჯახები თითო სული პირუტყვის დაკარგვაზე, პოლიციაში განაცხადსაც არ აკეთებენ, იმდენად დაკარგულია ნდობა სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, რომ ისინი რამეს გამოიძიებენ... ამ მიზეზით ძალიან ბევრ დანაშაულზე საქმე არც აღძრულა, რაც ამ რაიონში კრიმინალური შემთხვევების სტატისტიკას არსებულზე მეტად ამცირებს, ეს კი ადგილობრივ პოლიციასაც აწყობს კიდევაც!

 

თუმცა აღძრული საქმეების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ 10%-ც რომ გაეხსნათ ამ წერილით არ მოგმართავდით! ჩვენ გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ დანაშაულის უკან, რომელმაც ორგანიზებული სახე და ფართო მასშტაბები მიიღო, დგანან სამართალდამცავი სტრუქტურების მაღალჩინოსნები, რამეთუ ამ ფორმით და ამ ოდენობით საქონლის მოპარვას და ნაქურდალის გასაღებას ისე, რომ არც ერთი დანაშაული არ გამოაშკარავდეს, საქონლის ,,წვრილფეხა,, ქურდები ვერ შეძლებენ! აშკარაა რომ საქმე გვაქვს კარგად ორგანიზებულ და ზურგმაგარ საქონლის მაფიასთან!

 

მიმდინარე წლის 17 ნოემბერს, ეკის თემში, იმ დღეებში მომხდარ საქონლის ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით აღშფოთებულმა, დაზარალებულმა მოსახლეობამ სოფლის ცენტრში გამაფრთხილებელი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია მოვაწყვეთ (რომლის ჩაშლასაც სენაკის პოლიცია შეეცადა) სადაც დაიგმო სენაკის პოლიციის მოქმედება და მივმართეთ კოლექტიური წერილით, საქართველოს პრემიერმინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს და დავაფიქსირეთ მოთხოვნა, გაეხსნათ სოფელში მომხდარი დანაშაულები და დაეკავებინათ დამნაშავეები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავრობას აენაზღაურებინა მოსახლეობისთვის ზარალი, რამეთუ პოლიცია, (ბიუჯეტიდან ხალხის ფულით დაფინანსებული ორგანოს თანამშრომლები) ვერ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას ვერც პრევენციისა და ვერც დანაშაულის გახსნის კუთხით!

 

მიმდინარე წლის 24 ნოემბერს, მთვარობის კანცელარიიდან მივიღეთ ჩვენს მიერ გაგგზავნილი კოლექტიური წერილის პასუხი, სადაც წერია რომ პრემიერის ადმინისტრაციამ ჩვენი წერილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუგზავნა რეაგირებისთვის და დაავალა მას პასუხი გაეცა ჩვენთვის, რაც სამწუხაროდ შინაგან საქმეთა სამინისტროს დღემდე არ მოუხდენია!

 

ჩვენ, ეკის თემის მოსახლეობა, 2014 წლის 1 დეკემბერს, შევიკრიბეთ და გავმართეთ კიდევ ერთი მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია, სადაც დავგმეთ, როგორც სენაკის ადგილობრივი ორგანოების დანაშაულებრივ უმოქმედობა, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოჩენილ უყურადღებობა, საქართველოს მოქალაქეების კოლექტიური ძარცვისა, მათი უფლებების უხეში შელახვისა ფაქტებზე! მიუხედავად აქციებისა და პროტესტისა, დღემდი გრძელდება სოფელში ქურდობისა და მოსახლეობის ძარცვის ფაქტები და დღემდი პოლიციაც დანაშაულებრივად უმოქმედოა! 

 

ჩვენ სოფელ ეკის მოსახლეობა, მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გამოიძიებულ იქნას ბოლო წლებში მომხდარი დანაშაულებები, დაისაჯონ მისი ჩამდენები და მფარველები! დანაშაულის არ გახსნის შემთხვევაში, ხელისუფლებამ აუნაზღაუროს მოსახლეობას ზარალი!

 

დაზარალებული ეკის თემის მოსახლეობა, კოლექტიური წერილით მოგმართავთ თქვენ, პარლამენტს, რათა გაგაცნოთ ჩვენი პრობლემები და მოთხოვნები, თქვენგან კი ველით, მივიღოთ კონკრეტული პასუხები და პირობა ამ პრობლემის მოგვარების გზებზე სახელმწიფოს მხრიდან! ვითხოვთ, რომ პარლამენტმა, მოსთხოვოს შსს თავისი მოვალეობის შესრულება! ჩვენ, ვაგზავნით თქვენთან დასალაპარაკებლად ჩვენი თემის დელეგაციას (ერთ ჯგუფს რამეთუ ყველა ხელმომწერი ვერ ვახერხებთ წამოსვლას)!

 

ძალიან გთხოვთ, მიუხედავად თქვენი დატვირთული გრაფიკისა, დღესვე გამოძებნოთ დრო და შეხვდეთ ჩვენს წარმომადგენელებს, რამეთუ ყოველი მომდევნო დღე სახელმწიფოს მხრიდან უმოქმედობისა, კიდევ ერთ გაუბედურებულ და გაძარცვულ ოჯახს ნიშნავს ჩვენი სოფლისთვის!

 

პატივისცემით, სენაკის მუნიციპალიტეტის ეკის თემის დაზარალებული მოსახლეობა"– აღნიშნულია წერილში.

 

EKI.jpg

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !