-
2014-12-09 10:40
ეროსი კიწმარიშვილის ძმის განცხადებით, პროკურორ მიხეილ შაყულაშვილის განცხადება, რომ კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო მასალები უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება - მისთვისაც მოულოდნელი იყო.
თბილისის პროკურორმა აღნიშნა, რომ საქმის ძიება უახლოეს პერიოდში დასრულდება და აუცილებლად გასაჯაროვდება ყველა დეტალი, რაც გამოძიების დროს გახდა ცნობილი.
ბიზნესმენის ოჯახი და ახლობლები გამოძიების შედეგების გასაჯაროებამდე, თბილისის პროკურორთან შეხვედრას გეგმავენ.
ისინი არ ეთანხმებიან საგამოძიებო მუხლს, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს.