
საზარელი მკვლელობა საგარეჯოში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. მათივე ინფორმაციით, ქმარმა ცოლის მოკვლა ჯერ ცეცხლსასროლი იარაღიდან სცადა, თუმცა იარაღმა არ გაისროლა, რის შემდეგაც ის მეუღლეს მანქანით დაეჯახა. ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
„რუსთავი2“