
ზუგდიდში, რუსთაველის ქუცაზე მცხოვრები როლანდ ახალაიას ოჯახი დააყაჩაღეს. როლანდ ახალაია ინდმეწარმეა. მისი ოჯახის წევრები ყაჩაღობის დეტალებს "რუსთავი-2"-თან საუბარში იხსენებენ.
სახლში სამი შეიარაღებული პირი მოტყუებით შეიჭრა. როლანდ ახალაიას შვილი მომხდარის დეტალებს ყვება და აცხადებს, რომ თავდამსხმელებმა ისინი იარაღის კონდახებით სცემეს.
"გაუღო დედაჩემმა კარი და შეიჭრა სამი შეიარაღებული, ნიღბიანი კაცი. დააყაჩაღეს, ნაცემები არიან, სამივე დასკოჩილები; კონდახი აქვთ ჩარტყმული მამაჩემისთვის. წაღებულია თანხა, მანქანა და ოქრო“, - განაცხადა დაზარალებულმა ნინო ახალაიამ.
65 წლის მამაკაცი ზუგდიდში ერთ-ერთი ვალუტის გადასახურდავებელი ობიექტის მეპატრონეა. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული მამაკაცი ხვალ თბილისში სამკურნალოდ მოდიოდა და სახლში რამდენიმე ათასი დოლარი ჰქონდა, რაც მძარცველებისთვის ცნობილი იყო.
ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მომხდარზე უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
"რუსთავი-2"