
სამტრედიის რაიონის სოფელ ჩხენიშში მცხოვრები შენგელიების ახლობელმა მათი მცირეწლოვანი ბავშვი თავისთან წაიყვანა და გაგუდა.
მოკლული 4 წლის ლიზი შენგელიას დედა აცხადებს, რომ მზია ნინუამ მათ რამდენჯერმე მიაკითხა და სთხოვა ბავშვი გამატანეთო.
„ჩვენც ბავშვი გავუშვით, არასდროს აგრესიული არ ყოფილა მის მიმართ. საღამოს დამირეკეს, რომ ბავშვი უკვე აღარ იყო.
რომ მივედი იქ პოლიცია დამხვდა. ჩემი ბავშვი საწოლზე ესვენა, მკვლელი და მისი ოჯახის წევრები თავზე ადგნენ. თვითონ აღიარა რომ მოკლა, მაგრამ როგორც ვიცი, ამ ამბავს მისი შვილიც შეესწრო.
როგორც ვიცი, თავიდან ჩემი პატარა ლიზი გაექცა, თუმცა მერე დაიჭირა და გაგუდა. ვითხოვ ოჯახის ყველა წევრი დაისაჯოს, რადგან ისინიც თანამონაწილეები არიან", - აცხადებს ბავშვის დედა.
გავრცელებული ინფორმაციით, 4 წლის ლიზი შენგელიას მკვლელი დაკავებულია და ის ფსიქიატრიულშია მოთავსებული.
„ინტერპრესნიუსი“