-
2014-06-02 18:54
საქართველოში დღეს საღამოდან, ერთი დღის განმავლობაში, ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შესაძლებელია სეტყვა და დროგამოშვებით ქარის შტორმული გაძლიერება.
ცალკეულ მდინარეებზე, განსაკუთრებით პატარა მდინარეებსა და მშრალ ხევებში კი შესაძლებელია წყალმოვარდნებიც აღინიშნოს.
საქართველოს ტერიტორიაზე დღეს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებიდან შემომავალი შედარებით ცივი და ნოტიო, ხოლო სამხრეთიდან ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედების შედეგად, ადგილი ექნება ამინდის მკვეთრ გაუარესებას, რაც ქვეყნის უმეტეს ნაწილზე გამოიწვევს ნალექს, ზოგან ძლიერს.
ipn.ge