"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ოფისში ამ დროისთვის პარტიის პოლიტსაბჭოს დახურული შეხვედრა მიმდინარეობს.
ეს ბოლო ყრილობის შემდეგ პოლიტსაბჭოს პირველი თათბირია. იმის მიუხედავად, რომ სხდომა დახურულია, პარტიის ლიდერები საუბრობენ, რომ შეხვედრა, ძირითადად, პარტიის შიდა მოწყობასა და საპარლამენტო სესიების კვირას დაეთმობა.
გიორგი გაბაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე დისკუსია საპარლამენტო სესიასთან დაკავშირებით გაიმარტება და კომენტარები შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება.