
აღნიშნულის თაობაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, გამარტივებული წესით მიენიჭება მუდმივი ცხოვრების უფლება ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც წარსულში სხვადასხვა მიზეზით დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა.
„ასევე მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა და ამას ითხოვს ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა ევროკავშირთან, პირველი სექტემბრიდან, საქართველოს საზღვრებზე არ გაიცემა ვიზები.
ამიტომ უცხოელებმა წინასწარ უნდა აიღონ შესაბამისი კატეგორიის ვიზა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.