
მომღერლის თქმით, ოჯახის შექმნის ნაბიჯი ნაადრევად გადადგა და არც დედობისთვის იყო მზად.
„მე და გიორგი პირადზე არ ვუყვებით ერთმანეთს. ელენე გვყავს და მის გამო ვკონტაქტობთ. მხოლოდ ელენეს გარშემო ვტრიალებთ.
შეყვარებულია თუ არა გიორგი მახარაძე, არ მაინტერესებს. ჩემი ცხოვრება იმდენად დატვირთულია პრობლემებით თუ სიახლეებით, სხვა რამეებით არ ვინტერესდები. შეიძლება ზოგჯერ საკუთარ ცხოვრებით არ დავინტერესდე, არა თუ გიორგის ცხოვრებით.
ზოგჯერ პირადისთვის დრო არ მრჩება... რომელ მშობელს უხარია მის შვილს ოჯახი რომ ენგრევა? არც თამრიკო ყოფილა გამონაკლისი. რჩევები მომცა-მეთქი, ვერ ვიტყვი. ყოველი ნაბიჯის გადადგმის დროს ჩემ გვერდითაა. საოცარი ენერგეტიკის პატრონია.
ყოველთვის მაძლიერებს. მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. განსაცდელის პერიოდში ჩემ გვერდით იდგა. ცდილობდა, რომ მე ეს ყველაფერი გადამეგორებინა.
რაც შეეხება მამას, მე არ მინდოდა რომ ეს თემა მასთან განმეხილა. ეს ის თემაა, რომელზეც ყველაზე ახლო მეგობრებთანაც არ მილაპარაკია.
„პრაიმტაიმი“