
ნინი ბადურაშვილის საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში უამრავი მოწონება და გამოხმაურება მოჰყვა.
აქცენტი, ძირითადად, მომღერლის სიგამხდრეზე კეთდება. „ასეთი გამხდარი ხარ?“, „რამდენი კილო ხარ?“ - კითხულობენ ცნობისმოყვარე გულშემატკივრები.
სანამ მკერდის და თეძოების გარშემოწერილობით დაინტერესდებიან, მომღერალმა დაასწრო და სხეულის წონასთან ერთად, ფეხის ზომაც გამოქვეყნა.
„ეგეთი გამხდარიც არ ვარ, უბრალოდ აგებულება მაქვს სხეულის ეგეთი, ძვლიანი. 56 ვიყავი (ბავშვის) გაჩენამდე, სულ რაღაც 3 კილო მაქვს დაკლებული. 173 სიმაღლე, 38 ფეხის ზომა... - ვდებ, სხვა გზა არ არის", - წერს ნინი ბადურაშვილი.