
მძიმე მდგომარეობაშია მისი 10 თვის შვილი, რომელიც რეანიმაცულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას თავის ქალა აქვს დაზიანებული.
ავარიის შედეგად დაშავდნენ გარდაცვლილის მშობლები, მეუღლე და 4 წლის შვილი. თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ირკვევა, კახეთიდან თბილისისკენ მოძრავ მიკროავტობუსს, რომელსაც გარდაცვლილის მამა მართავდა, გზა „ოპელმა“ გადაუჭრა და მიკროავტობუსს ქვეშ შეუვარდა. შეჯახების შედეგად „მარშუტკა“ რამდენჯერმე ამოტრიალდა, შიგ მსხდომები კი ფანჯრებიდან გადმოცვივდნენ.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.