
მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ ამერიკაში მცხოვრებ ქართველებთან გადაღებული ფოტოები „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ატვირთა.
ერთ-ერთ ფოტოზე იგი ქართველ დიზაინერ ნინი ქეისთან ერტად არის გადაღებული და ნინის მიერ დამზადებული ქუდით პოზირებს.
ქართველი დიზაინერი რამდენიმე წელია, ნიუ-იორკში მოღვაწეობს, სადაც მისი დიზაინით შეკერილი ქუდები დიდ მოწონებით სარგებლობს.