
გუშინ გვიან ღამით, რუსთავის 6-ე დაწესებულებაში 24 წლის პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის, თეა პერტაიას განცხადებით, პტიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.
„ახალგაზრდა საპირფარეშოში იპოვეს, საქმე აღძრულია 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.
გამოძიება პროკურატურის ზედამხედველობით მიმდინარეობს, უკვე ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა, ველოდებით დასკვნას, თუ გამოიკვეთა ახალი ნიშნები შესაბამისად, საქმე გადაკვალიფიცირდება. როგორც კი მოვიპოვებთ შესაბამის ინფორმაციას, დაუყოვნებლივ ვაცნობებთ საზოგადოებას”, - განაცხადა პერტაიამ.