
პატარა გოგონა, რომელიც გენეტიკური დაავადებით დაიბადა, საშინელი ანომალიით იტანჯებოდა. მას ენა ყოველდღიურად ეზრდებოდა, ახალშობილს სამი, საკმაოდ რთული ოპერაცია ჩაუტარდა.
ოლივია გილსი დაიბადა დაავადებით, რომელიც დიდ ბრიტანეთში 15 ათას ახალშობილში ერთხელ ფიქსირდება.
„როცა ოლივია დაიბადა, მხოლოდ რამდენიმე წამით დამაჭერინეს, შემდეგ კი მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო. მას გასაკუთრებული ყურადღება სჭირდებოდა, დააავდების გამო მისი სასუნთქი გზების ანომალიის განვითარების დიდი შანსი არსებობდა“, - აცხადებს პატარა გოგონას დედა.
ოლივიას ოთხი წლის განმავლობაში სამი ურთულესი ოპერაციის გადატანა მოუწია, თუმცა, ამ დროისათვის ძალიან კარგი შედეგია და გოგონა დროთა განმავლობაში სრულებით გამოჯანმრთელებული იქნება.
- people.ge -