
Прайм Крайм-ის ცნობით, ნარკოტიკების უკანონო შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით სოლნეჩნოგორკის რაიონში მოსკოვის, სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების თანამშრომლებმა, 53 წლის ,,კანონიერი ქურდი” თამაზ გოგოლაძე, ზედმეტსახელად ჩერმენი დააკავეს.
კრიმინალური ,,გენერალი” ავტოინსპექტორების მოთხოვნას არ დაემორჩილა, ავტომობილი არ გააჩერა და გაიქცა. მოგვიანებით, დევნის შემდეგის ის მაინც დააკავეს და ჩხრეკის შედეგად 2.6 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეტადონი აღმოუჩინეს, რაც დიდ რაოდენობად ითვლება.
"კანონიერ ქურდი", გამოცემის მიხედვით, წარსულში რამდენიმეჯერაა ნასამართლევი. რუსთავის მკვიდრი, 53 წლის თამაზ გოგოლაძე, ეგრეთწოდებული ,,ბერძნული ანკლავის” წევრია, რომელსაც ასევე რუსთაველი, გავლენიანი ,,კანონიერი ქურდი” ლაშა შუშანაშვილი ხელმძღვანელობს.