-
2014-05-11 10:50
კონჩიტა ვურსტი ავსტრიიდან "ევროვიზია-2014"-ის გამარჯვებული გახდა. კონკურსი მომავალ წელს ავსტრიაში ჩატარდება.
ტომას ნაივირტი იგივე კონჩიტა ვურსტი - ევროვიზია 2014-ზე ავსტრიას წარმოადგენდა. ვურსტი 1988 წლის 6 ნოემბერს დაიბადა და იგი საკმაოდ დიდი წარმატებითა და პოპულარობით სარგებლობს ავსტრიაში, როგორც ერთერთი პოპ-ვარსკვლავი.
ტომას ნაივირტს განსაკუთრებული პოპულარობა მისმა სასცენო იმიჯმა მოუტანა, „წვერ-ულვაშიანი ქალის“ სასცენო იმიჯის იდეა ვურსტს მას შემდეგ დაებადა, რაც ბავშვობაში მრავალჯერ მოუხდა გარკვეული დისკრიმინაციისა და შეურაცხყოფის წინაშე დადგომა.
ვურსტის განცხადებით, მას სურს რომ ახალმა თაობამ ადამიანი არა წარმოშობითა და გარეგნობით, არამედ იმით დააფასოს, რაც „ვიზუალის მიღმა იმალება“.
