-
2014-05-10 11:42
საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ გადაცემაში „რეაქცია“, „ქართული ოცნების“ კანდიდატების წარდგენის დროს განაცხადა, რომ დავით ნარმანიასთან დაკავშირებით პრობლემა არ არის, რადგან ის „საბურთალოელი მეგრელია“:
„რაც შეეხება ბატონ დავითს, საბურთალოზე ცხოვრობს ბატონი დავითი, ასე რომ საბურთალოელი მეგრელია, ამიტომ პრობლემა არ არის ამასთან დაკავშირებით. წლებია, უკვე თბილისში ცხოვრობს ბატონი დავითი და ის მიდგომა, რომ აუცილებლად უნდა იყოს თბილისელი...
მთავარი არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, საქართველოს შვილი, ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა, რომელსაც ჰყავს ძალიან ლამაზი ოჯახი, არის უპატიოსნესი ადამიანი, ღირსეული პიროვნება თავისი წარსული ცხოვრებით, არის ძალიან ძლიერი მენეჯერი, მეურნე...
მან ეს დაამტკიცა, როდესაც იყო ინფრასტრუქტურის მინისტრი - არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი განახორციელა ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში.“