
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი ლიდერი გივი თარგამაძე „რეაქციაში“ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას ეხმიანება და ირაკლი ღარიბაშვილს რამდენიმე დეტალის შესახებ აწვდის ცნობას.
გივი თარგამაძე მიიჩნევს, რომ გადაცემაში პრემიერმინისტრი „ავტორიტეტული სახით ... აფრქვევდა სისულელეებს“.
„გულწრფელად მეგონა, რომ დღეისათვის ჰაკიმ-ფაშას თემა ამოვწურე, მაგრამ რას გაცლის ეს მოუსვენარი ბიჭუნა. ეხლა ვნახე, ინგა გრიგოლიასთან ეთერში ავტორიტეტული სახით როგორ აფრქვევდა სისულელეებს. მაინც გავოცდი.
მთელი სახელმწიფო მანქანა ემსახურება და ელემენტალურ ინფორმაციასაც არ ფლობს დალაგებულად. NDI-სთან პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ ისინი კვლევას ადგილობრივ ორგანიზაციას უკვეთავენ, რომლის მფლობელიც ნაციონალი გამყალბებელი ლევან თარხნიშვილი და მისი ცოლი თინათინ ბოკუჩავააო.
ეხლა მომისმინე, შვილო: თიკა ბოკუჩავა გაუთხოვარია; ლევან თარხნიშვილი და მისი მეუღლე ანი უჩანეიშვილი ფლობენ სოციოლოგიურ კომპანია BCG-ს, რომელსაც NDI-ს დაკვეთით კვლევა არასდროს არ შეუსრულებია;
NDI-ს დაკვეთით კვლევებს ასრულებს კავკასიის კვლევების რესურს-ცენტრი, რომლის პირველი დირექტორი ლევან თარხნიშვილი იყო წლების წინ, მაგრამ მხოლოდ დირექტორი, დამფუძნებელი კი ფონდი "ევრაზიაა", რომლის მიმართაც პრეტენზიები არ უნდა გქონდეთ.
ჰო, ერთი დეტალიც, ალბათ დაგაინტერესებს და რადგან ვისაც ევალება, არ გეუბნებიან, მე გეტყვი: ლევან თარხნიშვილისა და მისი მეუღლის BCG-ში მთავარ ბუღალტრად თითქმის პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე, აბა თუ მიხვდები ვინ მუშაობდა?
თქვენი მერობის კანდიდატი დავით ნარმანია!
ხოდა ჩამოყალიბდი, ნარმანიას ენდობი, თუ არა;
როცა გაგიჭირდება, მომმართე, არ დავიზარებ და განგანათლებ ხოლმე, ეთერში ეგრე სულელურად რომ არ გამოიყურებოდე.
მაინც ჩემი ქვეყნის პრემიერმინისტრი ხარ“, - წერს გივი თარგამაძე „ფეისბუქში“.