
"ფეისბუქზე" ცნობილი მსახიობის ელგუჯა ბურდულის შესრულებით ემოციური სიმღერის ვიდეო გავრცელდა, რომელმაც მოკლე ხანში მოიპოვა პოპულარობა. "ფეისბუქ ლაივის" საშუალებით ის თბილისში, ერთ-ერთი წყვილის ქორწილში მყოფმა ფოტოგრაფმა გიორგი ჩოხელმა გადაიღო.
ელგუჯა ბურდულმა, რომელიც ამავე ქორწილში იმყოფებოდა, ცნობილი ფილმის "უძინართა მზის" საუნდტრეკი შეასრულა, რასაც მექორწილეების მხრიდან შესაბამისი ემოციები, ბოლოს კი აპლოდისმენტები მოჰყვა.