კოლეგები და მეგობრები მაია რამიშვილის პირად ტრაგედიას ეხმიანებიან

Image

"საზოგადოებრივი ტელევიზიის" ჟურნალისტის მაია რამიშვილის პირად ტრაგედიას - 29 წლის ვაჟიშვილის მოულოდნელ გარდაცვალებას "ფეისბუქზე" ტელევიზიის თანამშრომლები ეხმიანებიან. ტრაგედიის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. 

უამრავი გამამხნევებელი, თბილი, სევდიანი და ცრემლიანი სტატუსიდან "აფხაზეთის ხმამ" ერთი ამოარჩია, რომელიც ყველაზე კარგად ხატავს მაია რამიშვილს, როგორც პიროვნებას და ჟურნალისტს. 

 

"აფხაზეთის ხმა" უერთდება მაია რამიშვილის მიმართ გამოთქმულ სამძიმრებს.  

 

გოგა ჩართოლანი - თეატრმცოდნე, ჟურნალისტი, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე:

 

"მაია რამიშვილი! 

 

აღარც კი მახსოვს, როდის გავიცანი... არც ისე ბევრი წელი გავიდა თითქოს, მაგრამ ამავდროულად, იმდენად ბევრი, რომ ვერ ვიხსენებ... ის კი ნამდვილად ვიცი სად გავიცანი -ეს სახელმწიფო ტელევიზიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარილი გადაცემის“ ალიონის“ ნიუსრუმი იყო.

 

გამხდარი, ქოთქოთა, ენერგიული, ბეჭებში ოდნავ მოხრილი, უმეტესად თვალემოჭუტული, მუდამ რაღცას აპროტესტებდა...
უცებ დავფიქრდი - ნეტავ, ამ გოგოს არაფერი მოსწონს? ნეტავ, არის კი რამე ისეთი, რაშიც ნაკლს ვერ ხედავს? გაღიზიანება რომ გადავწყვიტე, გამახსენდა, რომ მეც ასეთი ვარ...

 

მერე ეკრანზე ვნახე, იმ დროისთვის მეტად სარისკო ჟანრში დაიწყო მუშაობა- საგამოძებო ჟურნალისტიკაში და არ გამკვირვებია იმიტომ, რომ სულ რაღცას იძიებდა და რაღაცში გარკვევა უნდოდა.

 

არ არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებლის (მოდით, მე ტელევიზიას ვიტყვი, ასე ვუწოდებთ ამ შენობაში მომუშავეთა უმრავლესობა მას), არც ერთი თანამშრომელი, ძველი თუ ახალი, ვინც არ იცნობს მაია რამიშვილს. არ არსებობს არც ერთი ოთახი, სადაც მაია არ შედის და არ ჩამოჯდება აღშფოთებული იმის გამო, რომ რეალობა უფრო უკეთესი უნდა იყოს - და არ არის...

 

უკიდურესად , ტკივილამდე განიცდის ყველა წვრილმანსაც კი... არაერთხელ დამიმშვიდებია (მეც და სხვასაც), როდესაც გულამომჯდარი ტიროდა იმაზე, რაზეც სხვას არა თუ ტირილი, უბრალო გილშემატკივრობის განცდაც არ გააჩნდა... და ეს სატკივარი ტელევიზიაა...

 

მაიას ბავშვივით უხაროდა, როდესაც რამეს მიაგნებდა და ბავშვივით სწყინდა, როდესაც იმას ვერ მიაგნებდა, რასაც ეძებდა... არადა სულ ეძებდა, სულ ეგონა, რომ ხვალ უკეთესი იქნებოდა დღევანდელზე...
და....

 

არ ვიცი, ხვალ როგორი იქნება მაიასთვის და ყველა იმ ადამინისთვის, ვის ოთახშიც მაია შევა... არ ვიცი, როგორი შემოვა ის ჩემთან და კიდევ უფრო არ ვიცი მე რა უნდა გავაკეთო, როდესაც ის შემოვა ... არ ვიცი, როგორ დავხვდე.

 

არ ვიცი, რა ვუთხრა...

 

არ ვიცი, რადგან ყველა ახლა ნათქვამი სიტყვა მაინც ყალბად მეჩვენება იმასთან შედარებით, რაც სინამდვილეში უნდა ითქვას და უნდა ითქვას კი რამე? მე არ მაქვს სიტყვები...

 

ერთი ვიცი, მაია თავად დაამსხვრევს ამ შემაძრწუნებელ უხერხულობას, თავად შემოვა და ისევ მაიას საზრუნავი იქნება ის, რომ ჩვენ, მის ირგვლივ მყოფებმა, მის დანახვაზე თავი უკიდურესად საწყალ მდგომარეობაში არ ვიგრძნოთ...

 

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს იმაზე მეტი ტრაგედია, რაც მას თავს დაატყდა და, რაც მან მთელი დარჩენილი ცხოვრება უნდა ატაროს, ერთი ვიცი, ის მოვა ტელევიზიაში, ჩვენს დამშვიდებას თავად დაიწყებს და ისე, როგორც ამ ტრაგედიის შესახებ თავად აცნობა უახლოეს მეგობრებს, ამ ტრაგედიის შედეგად თავზარდაცემიდან ჩვენს გამოყვანას ისევ მაია შეეცდება.

 

ისიც ვიცი, რომ მისი სატკივარი კვლავაც იქნება ტელევიზია და ამჯერად კიდევ უფრო მეტად...

 

ტელევიზიაში მობრუნებული მაიას ერთი ფრაზა უკვე მესმის - „ხალხო, რაზე ვიკლავთ თავს, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს...“ და გაგვიფრთხილდება ყოველ ჩვენგანს...

 

P.S. მაპატიეთ სენტიმენტი, მე არც სიტყვები მყოფნის და არც ემოცია მაძლევს საშუალებას დალაგებით ვწერო ... ასე აბნეული ვწერ იმას, რაც მომაწვა და რისი ამოხეთქვაც უცებ მომინდა..."

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !