
მეცნიერებათა დოქტორი პეტრე ქოჩაკიძე აცხადებს, რომ ღვთისმშობელი მარიამი გენეტიკურად ქართველია.
მკვლევარი აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხის შესწავლაში სახელმწიფო და საზოგადოება უნდა ჩაერთოს. ქოცაკიძე ამის სესახებ ვრცლად ჯერ კიდევ იანვარში, "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში საუბრობდა:
მისი თქმით, დედაღვთისმშობლის თმას, რომელიც 1650-1651 წლებში იმერეთში მოგზაურობის დროს რუსმა ელეჩებმა მიკიფორე ტოლოჩანოვმა და დიაკონმა ალექსიმ გელათის მონასტერში ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ ზაქარიასთან ერთად მოინახულეს, გავლენიანი და ბნელი ძალები მალავენ, რათა თმის გენეტიკურმა ანალიზმა ღვთისმშობელი მარიამის ეთნიკური წარმომავლობა არ ცხადყოს.
„მკითხველის ყურადღებას შევაჩერებ დოკუმენტის იმ ნაწილზე სადაც რუსი ელჩები ყვებიან, რომ მათ გელათის მონასტერში კბილთან და რძესთან ნახეს ღვთისმშობლის ის თმა, რომელსაც მაცხოვრის ჯვარცმის დროს იგლეჯდა. თმის გლეჯის რიტუალი მხოლოდ და მხოლოდ ქართული ფენომენია და ის ადამიანი მეტად გასამწარებლად, გლოვას და უსაზღვრო მწუხარებას გამოხატავს. შოთა რუსთაველი „ვეფხისტყაოსანში“ ამბობს - „გაიყარნენ ტირილითა, პირსა ხოკით, თმათა გლეჯით“.
დასავლეთ საქართველოში მიცვალებულის ტირილის დროს ქალები ნაწნავებს გაიშლიდნენ, კუბოსთან დასხდებოდნენ, მოსთქვამდნენ და გაშლილ თმაში ხელს ჩამოისვამდნენ მის ჩამოსაგლეჯად,“ - აცხადებდა პეტრე ქოჩაკიძე-ჭალადიდელი.
თავისი კვლევის შედეგები მან ტვ "იმედზე", გია ჯაჯანიძის შოუშიც გაიმეორა.