
კრემლის პროპაგანდისტი ბრიტანელი ჟურნალისტი და ბლოგერი, 2015 წლის მარტამდე რუსული ტელეარხების "რაშა თუდეისა" და "ზვეზდას" კორესპონდენტი გრემ ფილიპსი რიგითმა რუსმა მოქალაქემ, რომელიც ნადია სავჩენკოს გათავისუფლებას უჭერდა მხარს, უხერხულ სიტუაციაში ჩააგდო.
მაშინ, როცა გრემ ფილიპსი დაჟინებით ცდილობდა ქალის მოთმინებიდან გამოყვანას, მოქალაქე, რომელიც ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლებას ითხოვდა, პროვოკაციას არ აჰყვა და ფილიპსის ყველა რეპლიკას სათანადო პასუხი გასცა.
"ნუთუ თქვენ არ გრცხვენიათ?" - შეეკითხა მას ფილიპსი, რაზედაც ქალმა უპასუხა: "მე მეუბნებით, მრცხვენია თუ არა? თქვენ იცით ამ სიტყვის "სირცხვილის" მნიშვნელობა? იქნებ, "ღირსების" მნიშვნელობაზეც მელაპარაკოთ? მრცხვენია თუ არა, მეკითხებით? დიახ, მე მრცხვენია. მრცხვენია ჩემი სამშობლოს, ჩემი რუსეთის ნაცვლად..." - უთხრა ფილიპსს უხერხულმა რესპოდენტმა, ხოლო შემდეგ დაამატა: "სამწუხაროა, რომ სიფათში ვერ მოგდებთ - აქ ონკანი არსადაა, რომ მერე ხელები გადავიბანო".
"როგორ არ გრცხვენიათ, თქვენ ხომ რუსი ხართ, რას იტყვიან თქვენი თანამემამულეები?", - არ ცხრებოდა კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი, რაზედაც ლუდმილამ უპასუხა: "ვინც ნახავს ნორმალური, გაიგებს, რასაც ვამბობ. არამზადა ვინც ნახავს, სულაც არ მაინტერესებს, რას იტყვის ჩემზე...".
გრემ ფილიპსის რეპორტაჟები უკრაინის ანექსირებული ტერიტორიიდან, ე.წ. დნრ-ისა და ლნრ-ის პოზიციის გამოხატვითა და აშკარა ტენდენციურობით გამოირჩეოდა. ფილიპსი განსაკუთრებულად იყო დაახლოებული უკრაინის არმიის, ზოგადად, უკრაინული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მებრძოლ ბოევიკებთან. ერთერთი შეტაკების დროს ის დაიჭრა კიდეც. ლატვიაში ჩასული ფილიპსი ადგილობრივმა სამართალდამცველებმა ადრე დააკავეს კიდეც, თუმცა, მალევე გაათავისუფლეს.