
პოპულარული ამერიკული ტელესერიალის "სამშობლოს" მეხუთე სეზონის ბოლო სერია თურქი მაყურებლების კრიტიკის საგანი გახდა. ერთერთ ეპიზოდში საუბარია ჟურნალისტი გოგონას ინფორმატორზე, რომელზეც გერმანიის სპეცსამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ თურქეთში დეპორტაციის შემთხვევაში მას სიკვდილით დასჯა ემუქრება.
"ეი, Homeland, თურქეთმა სიკვდილით დასჯა 11 წლის წინ გააუქმა, ეგ თქვენი ტეხასი არ გეგონოთ!" - დაწერა "ტვიტერზე" სტამბულის ვებგვერდის Kebab and Camel-ის რედაქციამ.
"მათ არ გადაუმოწმებიათ ინფორმაცია "შუაღამის ექსპრესის" შემდეგ" - წერს კიდევ ერთი განაწყენებული მაყურებელი "ტვიტერზე". შეგახსენებთ, 1978 წელს გამოსულ ამ ფილმში ამერიკის მოქალაქეს, რომელმაც თურქეთში ნაკლებად მძიმე დანაშაული ჩაიდინა, დიდი ხნით პატიმრობა მიუსაჯეს.