
რუსეთის ერთერთ ქალაქში დაახლოებით ერთი თვის წინ მომხდარი შემთხვევა ვიდეორეგისტრატორმა გადაიღო: მანქანის სალონიდან ბავშვი გადმოვარდა.
საბედნიეროდ, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა გზაჯვარედინზე, სადაც ბავშვი მანქანიდან გადმოვარდნის შემდეგ აღმოჩნდა, ინტენსიური მოძრაობა არ იყო.
როგორც ვიდეოს გაგრძელებიდან ჩანს, მანქანას ბავშვის დედა მართავდა, რომელმაც შვილის გადმოვარდნა რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ შენიშნა, მტირალ ბავშვთან მიირბინა, ხელში აიყვანა და ისევ მანქანაში ჩასვა.