
ქეთა თოფურიას ორსულობის შესახებ ხმები კარგა ხანია ვრცელდება, თუმცა მომღერალი სცენასა თუ საზეიმო ღონისძიებებზე ისეთი სამოსით ჩნდებოდა, რომ სკეპტიკურად განწყობილ ადამიანს თავისუფლად შეეძლო შეეტანა ეჭვი მის ფეხმძიმობაში.
თუ ქეთას მეგობრების განცხადებებს დავუჯერებთ, ქეთას პატარა აპრილში უნდა მოევლინოს ქვეყანას.
როგორც ჩანს „ავ თვალებს“ მომღერალიც აღარ უფრთხის და „ინსტაგრამ“-ის პირად გვერდზე ფოტოები განათავსა, სადაც აშკარად ჩანს, რომ იგი ორსულადაა.