
ჟურნალი „გზა“ ერთი საინტერესო ისტორიის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც რუსეთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მეფის, პეტრე პირველის შესახებ მოგვითხრობს.
გამოცემის ცნობით, როცა ალექსეი ტოლსტოი თავის რომან „პეტრე პირველზე“ მუშაობდა, წააწყდა დოკუმენტურ მასალას, რომლითაც რომანოვთა გვარის სიამაყის განსხვავებული წარმომავლობა დასტურდებოდა.
დოკუმენტით მტკიცდებოდა, რომ პეტრე პირველს რუს ეროვნებასთან არაფერი აკავშირებდა. რომანის ავტორმა ალექსეი ტოლსტოიმ რჩევისთვის სტალინს მიმართა, რომელსაც ეს აღმოჩენა არ გაჰკვირვებია. უფრო მეტიც მწერალს სთხოვა ეს ფაქტი არ გაეხმაურებინა. საკუთარი მოთხოვნა კი ასე დაუსაბუთებია: „დავუტოვოთ მათ ერთი „რუსი“ მაინც, რომლითაც შეუძლიათ იამაყონ!“.
ისტორიკოსები პეტრეს მამად ორი დიდ ქართველ ბაგრატიონს ასახელებენ: არჩილ მეორეს და ერეკლე პირველს.
ზოგიერთი მკვლევარი იხრება აზრისკენ, რომ ეს, მეტი ალბათობით, ერეკლე პირველი უნდა ყოფილიყო. არგუმენტად კი ასახელებდნენ იმ გარემოებას, რომ ჩასახვის მომენტისთვის მოსკოვში სწორედ ის იმყოფებოდა.
არჩილ მეორე კი მოსკოვში მოგვიანებით ჩავიდა. მეორე ვერსიის მიხედვით, 1671 წელს იმერეთის მეფე გახდა - არჩილ მეორე, რომელიც პრაქტიკულად აიძულეს თავადის ქალის საძინებელ ოთახში შესულიყო. ქვეყნის ცხოვრებაში ეს პერიოდი მოსკოვში ქართული ელიტის მასობრივი მიგრაციის ტალღას უკავშირდება.
ქართველი მეფე არჩილ მეორისა და პეტრე პირველის ნათესაური კავშირის კიდევ ერთ დამამტკიცებელ საბუთად ასახელებენ არჩილის წერილს, რომელიც მან დედოფალს (ნარიშნიკას) მისწერა: „როგორ გრძნობს თავს ჩვენი ცელქი ბიჭი?“ - წერს არჩილ მეორე.
ისტორიკოსების ვარაუდით, პეტრე საოცრად ჰგავდა იმერეთის მეფეს, არჩილ მეორეს: ორივე, იმ დროისთვის, გიგანტური აღნაგობისა იყო, ჰქონდათ მსგავსი სახის ნაკვთები და ხასიათის მსგავსებითაც გამოირჩეოდნენ.