
ალპებში მოხდარ ავიაკატასტროფირებით ახალი ვერსია ვრცელდება.
გამოძიების ინფორმაციით, „ეარბას 320“ ერთ-ერთმა პილოტმა განზრახ ჩამოაგდო.
მათივე ცნობით, 28 წლის ანდრეას ლუბიტსი რამდენიმე წლის წინ მძიმე დეპრესიით იყო ავად და ამის გამო საქმიანობას დროებით ჩამოშორდა.
სამართალდამცველებმა ანდრეას ლუბიტსის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და მის კუთვნილ ნივთებთან ერთად პირადი კომპიუტერი ამოიღეს.
გამოძიება გამორიცხავს ანდრეას ლუბიტსის კავშირს რომელიმე ტერორისტულ დაჯგუფებასთან.