
მომღერალ ბერა ივანიშვილის თქმით, სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის და ეს გრძნობა მასთან ჯერ არ მისულა.
„ჩემს გვერდით არაერთი ქალი ყოფილა, მიუხედავად ამისა ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემთან სიყვარული ჯერ არ მოსულა.
ის ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის, როგორც ჩემი მშობლების შემთხვევაში. მე ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც ირგვლივ მუდამ სიყვარული და ოჯახური იდილია იყო.
ჩემთვის სანიმუშო ადამიანი ყოველთვის მამაჩემი იყო, მისგან ვიღებდი მაგალითს. ასე, რომ ვიცი, სიყვარული ცხოვრებაში ერთხელ მოდის.
რაც შეეხება ჩემს წარსულ გატაცებებს, ამაზე საუბარს არასოდეს ვერიდებოდი, მაგრამ არავის სახელს არ ვახსენებ, საკუთარ პირადზე ყოველთვის შემიძლია საუბარი, მაგრამ სხვის პირადზე ვერასოდეს ვილაპარაკებ.
არაფერი გამიკეთებია ისეთი, რასაც დღეს ვნანობ“ - განაცხადა ჟურნალ „OK“-სთან ინტერვიუში ბერა ივანიშვილმა