
დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი „რუსთავი 2“-ს, „მაესტრო“-ს და „იმედ“-ს „სიგიჟის და ცოფის“ კეთებაში ადანაშაულებს.
პარლამენტარის თქმით, ტელევიზიები ისე წარმოაჩენენ სიტუციას, თითქოს დეპუტატები იდიოტები იყვნენ.
„ტელევიზიები ხელოვნურად ქმნიან აჟიოტაჟს, თითქოს უმრავლესობაში დიდი დაპირისპირებაა.
მაგალითად „იმედს“, „რუსთავი2“-ს და „მაესტროს“ რომ გადავხედოთ, კეთდება ერთი და იგივე სიგიჟე და ცოფი.
სურთ „ქართული ოცნების“ ისე წარმოჩენა, თითქოს ჩვენ იდიოტები ვართ.
აი, მაგალითად, დავით საგანელიძეს ეკითხება „იმედის“ ჟურნალისტი, რატომ ჩაიშალა იურიდიული კომტეტის სხდომა?
საგანელიძე პასუხობს - ამის შესახებ ფარქციის თავმჯდომარის მოადგილეს, სოსო ჯაჭვლიანს ჰკითხეთო. მოდის ჟურნალისტი და მეკითხება კომიტეტის სხდომაზე, რატომ ჩაიშალაო?
ვუპასუხე - პრობლემა არაა, რადგან სხდომა ჩაინიშნება და აუცილებლად ჩატარდება, ოცნების 50-მდე დეპუტატი კოალიციურ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ ჩამოვყალიბდეთ, რაღაც აზრი შევაჯეროთ და თუ ასე მოხდა, ეს იქნება კარგი, თუ ვერ - იმასაც გავახმოვანებთ და დავსძინე - ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი.
ჩემი პასუხი დაამონტაჟეს ასე: „ყველაფერი კარგად იქნება“. ახლა გეკითხებით, როცა ამას ნახავს ხალხი, ხომ შეექმნება შთაბეჭდილება, რომ მე ვარ იდიოტი?!“ - აცხადებს სოსო ჯაჭვლიანი.
„ალია“