
ფოტოხელოვანი ირაკლი ძნელაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მისი ოჯახის პრობლემას აღწერს, თუმცა ნათელია, რომ აღნიშნული მხოლოდ მისი ოჯახის პრობლემა არაა.
„2014 წლის აგვისტოში, ჩემს უკრაინელ მეუღლესთან ერთად გადავწყვიტეთ გვეცხოვრა საქართველოში.
აქამდე ხან მე ვიყავი კიევში, ხან ის - ბათუმში...
გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მივმართე იუსტიციის სახლს შეკითხვით: თუ რა საბუთები მჭირდება, რათა ჩემმა უკრაინელმა მეუღლემ და ბავშვმა საქართველოში შეძლონ ცხოვრება კანონიერად.
იქ მითხრეს, რომ დ4 კატეგორიის ვიზაა საჭირო დედა-შვილისთვის, რაც ოჯახის გაერთიანებას ნიშნავს...
ამ მიზნით მეუღლემ მიმართა საქართველოს საელჩოს უკრაინაში, სადაც ბევრი გაურკვეველი მისვლა - მოსვლის შემდეგ მისცეს ვიზა.
ამ ყველაფრის მერე, მეუღლე და შვილი ტოვებენ უკრაინას და გადმოდიან საქართველოში საცხოვრებლად...
იუსტიციის სახლში საბუთების ჩაბარების შემდეგ, 1 თვეში ბინადრობაზე გვეუბნებიან უარს!
თავიდან რომ შევიტანოთ საბუთები მინიმუმ 1 თვე უნდა გავიდეს, 1 თვეში კი ვიზას უარი გადის უკვე, ანუ გამოდის რომ უკვე არალეგალები არიან.
ეხლა რომ გაფრინდეს ისევ უკრაინაში თვიფრინავში აღარ აუშვებენ, რადგან მე-8-ე თვეშია ორსულობის.
და ამ ყველაფრის შემდეგ მიჩნდება შეკითხვა? ამათ შიგ ხომ არ აქვთ?“ - წერს ირაკლი ძნელაძე.