
რეჟისორ ზაზა ურუშაძის თქმით, ლოს-ანჯელესში, „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიალზე დასასწრებად სულ სამი მოსაწვევი ჰქონდათ და აქედან გამომდინარე, ია სუხიტაშვილის ცერემონიალზე წაყვანას არც დაჰპირებია.
„იას ამბავი ჩემთვისაც სიურპრიზი იყო, რადგან საუბარი იყო ჩვენ სამზე - ჩემსა და მსახიობებზე.
მე არ დავპირებივარ იას, რომ ცერემონიალს დაესწრებოდა.
ეტყობა სხვა გზით აპირებდნენ დასწრების უფლების მოპოვებას“, - აღნიშნა ზაზა ურუშაძემ.
„სარკე“