
დეპუტატ გოგა ხაჩიძის საკანონმდებლო ინიციატივამ „უფასო ფულის“ შესახებ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები უკვე გაირა.
კანონმდებლებმა ინიციატივა პირველი მოსმენითაც განიხილეს.
დღეს გაიმართება კენჭისყრა აღნიშნულ ინიციატივაზე.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გოგა ხაჩიძის თქმით, უფასო ფული ბიძინა ივანიშვილის მრავალგზის დაპირებაა და არა მის მიერ მოგონილი ინიციატივა.
დოკუმენტი მიზნად ისახავს ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირების განხორციელების მიზნით, სპეციალური მექანიზმის შექმნას.
უმცირესობაში აცხადებენ, რომ ყოფილი პრემიერი, მოსახლეობას წინასაარჩევნოდ დაჰპირდა, რომ შეძლებდნენ ხანგრძლივად უპროცენტო ან ძალიან დაბალპროცენტიანი კრედიტების აღებას, თუმცა მათი თქმით დაპირება დაპირებად დარჩა.