-
2015-03-04 09:53
„ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს პარლამენტს პოლიტიკური დებატების გამართვის ინიციატივით კიდევ ერთხელ მიმართოს.
მათი განმარტებით, უმრავლესობას ბევრ საკითხში ჩავარდნა აქვს და ამის გამო არ სურთ ამ თემებზე გულწრფელი საუბარი.
„ლარის თემაში, საგარეო პოლიტიკაში, უსაფრთხოებაში, კრიმინალში, კორუფციაში, ყველა ეს ის საკითხებია, სადაც ძალიან სერიოზული ჩავარდნა აქვს "ქართულ ოცნებას" და ბუნებრივია მათ არ აინტერესებთ და არ აწყობთ, რომ ამ თემებზე იყოს გულახდილი, გულწრფელი და კომპეტენტური საუბარი,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გია ბარამიძემ.
პოლიტიკური დებატების მომხრე არიან „თავისუფალი დემოკრატებიც.“
ნინო გოგუაძის განცხადებით, ბევრი თემა გამოიკვეთა, რის შესახებაც საჭიროა აქტიური საუბარი.
უმრავლესობა ოპოზიციის მოთხოვნას არ ეთანხმება.
„ქართული ოცნების“ წევრის, ელისო ჩაფიძის თქმით, პარლამენტში დებატები თითქმის ყოველ ოთხშაბათს მიმდინარეობს და ყველა ძალას რეგლამენტის მიხედვით საშუალება აქვს გააკეთოს მისთვის სასურველი განცხადება.