
ქართული ლარის დევალვაციამ და დოლარის ფასის გაზრდამ სასურსათო პროდუქციისა და პირველადი მოხმარების საგნების გაძვირება გამოიწვია.
ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდში აცხადებდნენ, რომ გაზის ფასს პურის ქარხნებს არ გაუზრდიდნენ და პურ-ფუნთუშეულზე ფასის ზრდას ამ გზით შეაჩერებდნენ.
თუმცა, როგორც გაირკვა, დღეიდან პურის ფასი 10 თეთრით მაინც გაძვირდა.
შესაბამისად, მოსახლეობა 70 თეთრიან პურში 80-ს, ხოლო 80 თეთრიან პურში 90 თეთრს გადაიხდის.
ამასთან, სასურსათო მაღაზიებში ვერ აკონკრეტებენ, უნდა ელოდოს თუ არა მოსახლეობა პურის ფასის კიდევ უფრო ზრდას, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს ასე არ მოხდება.