-
2015-03-02 18:48
ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის აქტიურ პოლიტიკაში ყოფნა სასურველი არ არის.
„ბატონი ბიძინა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გარკვეულ ზეგავლენას ახდენს და ალბათ ყოველთვის მოახდენს, თუმცა, ოფიციალური პოსტის დაკავება საჭირო არ არის.
ის უფრო დიდ წარმატებას აღწევს მაშინ, როდესაც მოქმედებს საიდუმლოდ, კულისებს მიღმა...
რატომ ჰგონია ხალხს, რომ ის შეცდომებს არ დაუშვებს? განა მისი შეცდომა არ იყო პრეზიდენტი მარგველაშვილი, ალასანია და სხვა?
ვთვლი, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილის ყველაზე სწორი საქციელი იქნება საკადრო პოლიტიკის გამოსწორება და პროფესიონალი კადრის მოძებნა, რომელიც საქართველოს გადაარჩენს“, - აცხადებს მიხეილ ცაგარელი.