
„მისტერ ვალენტინი 2015“ ლევან სოლოღაშვილი ჯერჯერობით სკოლის მოსწავლეა.
თუმცა თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებს; სამსახიობო გამოცდილება აქვს, სამ კლიპში უკვე გადაიღეს.
ამასთან, სამოდელო კარიერაში ერთწლიანი გამოცდილებაც აქვს - „იმიჯ-ცენტრის“ მოდელია. ცხრა წელი ქართულ ცეკვებზე დადიოდა.
შეყვარებული არ ჰყავს და ფიქრობს, რომ ჯერ არ ჰყვარებია. კარგად სწავლას ვერ ახერხებს, რადგან დიდ დროს კარიერას უთმობს. კონკურსში გაიმარჯვა და მისდამი ინტერესი დიდია.
ლევან სოლოღაშვილის თქმით,საპირისპირო სქესისგან ყურადღება არასოდეს აკლდა, თუმცა პოპულარობასთან ერთად თაყვანისმცემელთა რიცხვიც გაიზარდა და ახლა ქალების გარდა, მასთან მამაკაცებსაც სურთ ახლო ურთიერთობა.
„ვფიქრობ, თვრამეტი წლის ასაკში საქმესა და კარიერას უნდა მივხედო. სიყვარულისთვის ჯერ ადრეა.
სასაცილო ამბავს გეტყვით, თუ ეს სასაცილოა. კონკურსში გამარჯვების შემდეგ სოციალურ ქსელში ვიღაც ბიჭმა მომწერა და თანხა შემომთავაზა იმის სანაცვლოდ, რომ ერთი ღამე მასთან დავრჩე, 2500 დოლარი შემომთავაზა.
ისტერიკული სიცილი ამიტყდა, მერე ყველაფერი თავზე დავამხე. გოგონებიც მთავაზობენ თანხას მათთან ღამის გატარებაში, მაგრამ თანხა დაბალია. როგორც ჩანს, რადგან საქართველოში ეკონომიკური პრობლემებია, ამის გამო გოგონებს ცოტა თანხა აქვთ...
არც გეი ვარ და არც ფულზე ვიყიდები, თუნდაც მილიონი შემომთავაზონ. რა სისულელეა, ესაა ავადმყოფობა, რაც მაგათ სჭირთ.
ვინც გეია, შემიძლია, ნებისმიერს დავუმტკიცო, რომ რაც მათ სჭირთ, ავადმყოფობაა.
სანამ „მისტერ ვალენტინი“ გავხდებოდი, მანამდეც იყო მათგან შემოთავაზებები, მაგრამ ახლა ძალიან გახშირდა და უკვე ყელში ამოვიდა,“ - ამბობს ლევან სოლოღაშვილი.
„რეიტინგი“