-
2015-03-02 16:26
მაია ასათიანის ,,პროფილში“ სალომესთვის გაყრის თაობაზე დასმულ კითხვაზე პასუხმა - ,,ამაზე არანაირი კითხვა რა, საერთოდ,“ საზოგადოების ეჭვი კიდევ უფრო გაამყარა, რომ სალომე ჭაჭუა და გიორგი ვარდოსანიძე დაშორდნენ.
გაყრის ამბავს არც გიორგი ვარდოსანიძე ადასტურებს, თუმცა კითხვაზე ორაზროვნად პასუხობს: ,,ეგ, მოდი ვისაც როგორ უნდა, ისე გადაწყვიტოს. მე ამ ეტაპზე კომენტარს არ ვაკეთებ.“
ორიოდე კვირის წინ მსახიობი ამბობდა, რომ ასეთი ჭორების გავრცელების მიზეზი გახდა ის, რომ მისი და სალომეს ერთობლივი გადაცემა ,,ცეკვის გაკვეთილები“ დახურეს.
,,მარაოს“ დირექტორი, მაია ასათიანი კი ამბობს, რომ გადაცემა გაჩერდა, მაგრამ არა არხის მიზეზით.
გიორგი ვარდოსანიძემ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბინას, რომლისთვისაც ბანკიდან კრედიტი აიღო და რომელშიც სალომესთან ერთად ცხოვრობდა „მარტივად ყიდის“.