
კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ქეთი დოლიძის თქმით, სააკაშვილი და მისი გუნდი უკრაინაში ისეთს მოიმოქმედებენ, დედა შვილს არ აიყვანს.
„ამ გარეწარს „სი-ენ-ენ“-ზე ან „ბი-ბი-სი“-ზე რომ ვუყურებ, სურვილი მიჩნდება, ამ ტელევიზიებს მივწერო, ხმამაღლა ვიყვირო, შეგნებულად რატომ იბრმავებენ თვალებს.
ობამასაც მივწერ, გამაგებინოს, რა ნიშნით არის სააკაშვილი მათი ფავორიტი - თუმცა, ობამასი კი არა, მაკ-კეინის ფავორიტია, რომელმაც თავის დროზე ვიეტნამი „დაადუღა“ და ახლა კიდევ სისხლი სწყურია!“- განაცხადა „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ქეთი დოლიძემ და საქართველოს მესამე პრეზიდენტის „დახასიათების“ შემდეგ ქართული ტელევიზიებსა და ტელეწამყვანებს გადასწვდა:
„ხმამაღლა ვამბობ „რუსთავი 2“ არის მავნებლური ტელევიზია, რომელიც ყველაფერს აკეთებს ხალხის გასაგიჟებლად.
სხვა რა უნდა ვთქვა, როცა ვუყურებ ჯულიეტა ვაშაყმაძის შვილს ან ნანუკა ჟორჟოლიანს - გაოგნებული ვარ, ჯულიეტა ვაშაყმაძემ როგორ გაზარდა ასეთი შვილი?
ჩემს მეგობრებს ვეკითხები ხოლმე, რატომ მიდიხართ ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში, რას აღვარღვარებთ ცრემლებს, რას ელაპარაკებით ინტიმურ თემებზე-მეთქი.
თავმოყვარე ადამიანი ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში არ უნდა მივიდეს, ერეკლე კოდუას ცოლი როგორ შეიძლება, მიუკერძოებელი იყოს?!“- ამბობს ქეთი დოლიძე.