
სამი წლის ალექსანდრე ორსართულიანი კორპუსის ეზოში მდებარე ღია ჭაში ჩავარდა.
შემთხვევა წმინდა თევდორე აჭარელის ქუჩაზე მოხდა.
ღია ჭის გვერდით, სადაც სანიაღვრე წყლები ჩაედინება, სტადიონი და სავარჯიშო მოედანი მდებარეობს.
თევდორე აჭარელის ქუჩაზე მცხოვრებთა განცხადებით, ჭა რამდენიმე თვის წინ „ბათუმის წყალის" თანამშრომლებმა სპეციალური ტექნიკით გაწმინდეს და გააღრმავეს.
გაწმენდითი სამუშაოების დროს ღობე აიღეს და სწორედ ეს გახდა ბავშვის ჭაში ჩავარდნის მიზეზი.
3 წლის ალექსანდრე დედათა და ბავშვთა რესპუბლიკურ ცენტრშია გადაყვანილი.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
http://rustavi2.com