
„იმედის კვირის“ წამყვანებმა პოლიტიკოსების იმიჯზე ისაუბრეს და ჯერი ენერგეტიკის მინისტრზე შეაჩერეს.
ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ აღნიშნა, რომ მას მერე, რაც ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ წვერი მოუშვა, მას ბევრი მიმბაძველი გამოუჩნდა.
გრიგოლია დარბაზში მყოფების აზრით დაინტერესდა, მოსწონთ თუ არა კალაძის ლამბერსექსუალური იმიჯი.
ბოლოს კი დაამატა, რომ თავად მისი ახალი იმიჯი არ ხიბლავს და ახლობელი რომ იყოს, ურჩევდა, მოეპარსა.