
კარგა ხანია დადის ხმები სალომე ჭაჭუასა და გიორგი ვარდოსანიძის დაშორების შესახებ.
ამბობდნენ, რომ გიორგიმ მექალთანეობა ვერ მოიშალა, სალომეზე კი სულ ცეკვებზეა გადართული, ძალიან დაღლილია და ხშირად უხასიათოდაა.
თავიდან წყვილი უარყოფდა გავრცელებულ ინფორმაციას.
როგორც ისინი ამბობდნენ, ხმების გავცელების მიზეზი მათი ერთობლივი გადაცემების დახურვაა და რაკი ეთერში ერთად არ ჩანან, ხალხს ჰგონია, რომ ისინი ერთად აღარ არიან.
საიდუმლოს ფარდა ნაწილობრივ მაია ასათიანის პროფილში აეხადა.
სალომე ჭაჭუამ წამყვანის კითხვაზე - რეალურად დაშორდნენ თუ არა ერთმანეთს, პასუხს თავი ააარიდა და თქვა, რომ ამ თემაზე საუბარი არ სურს, თუმცა კითხვაზე არ უარყოფითი პასუხი გაუცია.
ambebi.ge