
ორი დღის წინ საღამოს, დაახლოებით 21:00 საათზე, თბილისის მერიაში მისული მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე ჟურნალისტებმა დააფიქსირეს და კომენტარი სთხოვეს.
მსახიობმა მერიაში მისვლის მიზეზებზე ჟურნალისტებთან საუბარზე უარი განაცხადა, ვიდეოგადაღება გააპროტესტა და მედიის წარმომადგენლებს სამლარიანი კიკუები უწოდა.
იმ დღეს მერს თათბირი მოადგილეებთან, ვიცემერებთან და საქალაქო სამსახურის უფროსებთან ჰქონდა.
თბილისის მერიაში დილიდან სხვადასხვა დროს იმყოფებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები, მათ შორის ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ტრიპოლსკი, სოსო ჯაჭვლიანი და ქართული ოცნების წევრები საკრებულოდან.
http://news.ge/