
„თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატებმა სავალუტო კრიზისთან დაკავშირებით რიგგარეშე სესიაში მონაწილეობა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გადაიფიქრეს.
დეპუტატ ნინო გოგუაძის თქმით, ამის საფუძველი გახდა ქვეყანაში სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი, რომელიც კონკრეტულ გეგმაზე მუშაობს და სწორედ ამ გეგმის დასრულების შემდეგ გააკეთებს პარტია პოლიტიკურ შეფასებას.
„პრეზიდენტთან შეხვედრის მერე, გავითვალისწინეთ მისი მოსაზრებები, რომ სავალუტო ფონდია აქ და მიმდინარეობს გეგმის დამუშავება.
სწორედ როდესაც დამთავრდება ეს გეგმა, მაშინ მოხდეს დაბარება ეკონომიკური გუნდის. სხდომა პარლამენტში აუცილებლად უნდა ჩატარდეს , მაგრამ აქ ჩვენ განსხვავება გვაქვს მხოლოდ დროში,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
საგანგებო სხდომის მოწვევის მოთხოვნით „თავისუფალი დემოკრატებმა“ პრეზიდენტს თავად მიმართეს, თუმცა დღეს ირკვევა, რომ ისინი შაბათს დაგეგმილ რიგგარეშე სხდომას, რომელიც სავალუტო კრიზისის დაძლევის გზების განხილვას უნდა დაეთმოს, ისინი არ დაესწრებიან.
http://rustavi2.com/