"ქრონიკა+": „გადამწყვეტ ბრძოლას საქართველოსთვის“ სააკაშვილი საახალწლოდ, „ოცნების“ მომხრეების ხელით დაიწყებს

Image

საქართველოში სახალხო გამოსვლების მოლოდინსა და მასში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩართვაზე გაზეთი „ქრონიკა+“, კიევიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს.

 

სტატიის მიხედვით, საქართველოსთან მიმართებაში ახალი გეგმა მუშავდება, თუმცა, მისი შემსრულებელი ამჯერად არა ნაციონალები და სააკაშვილი, არამედ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები გამოდიან.

 

ამ ვერსიით, სააკაშვილი სახალხო გამოსვლების დაწყებას და მასობრივი უკმაყოფილების გამოხატვას თავდაპირველად სწორედ ივანიშვილის კოალიციის ამომრჩევლებისგან ელოდება, თვითონ კი პროცესში მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთვება, რაც გამოსვლები შეუქცევადი გახდება და უკვე მნიშვნელობა აღარ ექნება, ქუჩაში „ოცნების“ მხარდამჭერი იდგება თუ „ნაციონალური მოძრაობის“.

 

სტატიაში წერია:

 

„რაც უფრო მძაფრდება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხი, მით უფრო მკვეთრი ხდება თავად მიხეილ სააკაშვილის განცხადებები საქართველოს მომავალთან დაკავშირებით.

 

ამასთან, სააკაშვილი უცხოურ მედიასთან უფრო გულახდილად, მინიშნებებით საუბრობს, მაგრამ ქართული მედიით გამოჩენის შემთხვევში, მაინც ცდილობს, ძალიან რადიკალური არ იყოს. მაგალითად, თუ ერთერთ ევროპულ გამოცემასთან მიხეილ სააკაშვილი იმაზე საუბრობდა, რომ რუსი ოლიგარქისა და „გაზპრომის“ ყველაზე მსხვილი კერძო აქციონერის ხელისუფლება თავისი ნებით არ წავა და „ივანიშვილი გაცოფებულია, რადგან ზურგსუკან ჩემს სუნთქვას გრძნობს“, უკვე „რუსთავი-2“-ზე ამბობდა, რომ „ოცნება“ არჩევნებით უნდა შეიცვალოს.

 

ბოლოს და ბოლოს, რას აპირებს მიხეილ სააკაშვილი? აპირებს თუ არა საერთოდ რამეს? და თუ აპირებს, მისი მომხრეების მხარდაჭერის გარდა, ვისი დახმარების იმედი აქვს?

 

გადავხედოთ მის ბოლოდროინდელ აქტივობებს და დავრწმუნდებით, რომ სააკაშვილი რაღაცას აშკარად აპირებს. კიევში მისი გარემოცვისგან მიღებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტთან არსებული საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დამტკიცებასაც გულისხმობს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ძალიან აქტიურად ცდილობს, რაც შეიძლება ხშირად იტრიალოს უკრაინული და საერთაშორისო არხების ეკრანებზე, ჩანდეს პრესაში და, რაც მთავარია, ყოველდღე ცდილობს, ფიზიკურადაც კარგ ფორმაში იყოს: დარბის და ვარჯიშობს.

 

„უახლოეს გარემოცვასაც იგივეს უკიჟინებს - ივარჯიშეთ, ფორმაში იყავით, მალე საქართველოში წასვლა მოგვიწევს და იქ ღონიერები უნდა ჩავიდეთო. დარბის ქუჩაში და, რასაკვირველია, კიეველი ტაქსისტებით დაწყებული და უბრალო სექსმუშაკით დამთავრებული, ყველა სცნობს...“, - უთხრა „ქრონიკა პლუსს“ კიევიდან სანდო წყარომ.

 

ამავე წყაროს თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოდან ჩასულ პირებსაც ღებულობს, რომელთა შორის ცნობილი და ნაკლებად ცნობილი პირები, ბიზნესმენები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან:

 

„საქართველოდან მიშასთან შესახვედრად ჩამოსულთა რიცხვი ბევრად გაიზარდა, შეიძლება ითქვას, რომ რიგიც კი დადგა, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, განსაკუთრებით კი ლარის გაუფასურებამ, ბევრი მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ რჩევა იმ ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა ჰკითხოს, რომელსაც უკვე აქვს გამოცდილება მსგავსი კრიზისიდან თავის დასაღწევად. მიშაც არ იზარებს და ყველას ხვდება და ელაპარაკება, გიჟური გრაფიკი აქვს...“

 

რას ურჩევს სააკაშვილი ბიზნესმენებს და არამარტო მათ? როგორც ირკვევა - აქტივების მოშორებას. მისი პროგნოზით, რომელიც, ცხადია, ეკონომისტი მეგობრების პოზიციასთან უნდა იყოს შეჯერებული, წლის ბოლომდე სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება, როგორც ლარის გაუფასურების, ასევე ინვესტიციების კუთხით, ხალხის მღელვარებაც უფრო მოიმატებს და არასტაბილური სიტუაციის მოლოდინი გაჩნდება, რაც ხალხს ქუჩაში გამოსვლებისკენ უბიძგებს.

 

„არავითარი მაიდანი ჩვენგან არ იქნება, ეს ხელისუფლება თავად ზრუნავს მაიდნის ორგანიზებისთვის და თავისივე მომხრეებისგან მიიღებს მას, - ამბობს თურმე მიშა და ბიზნესმენებს კულუარულად ურჩევს, აქტივები მოიშორონ, რადგან „მერე ყველაფერი გაუფასურდება და ამის ამოქაჩვას კარგა ხანი დასჭირდება“.

 

სააკაშვილს ეჭვიც არ ეპარება, რომ საქართველოში დაბრუნდება და ადრინდელისგან განსხვავებით, ახლა უკვე კონკრეტულ თარიღსაც ასახელებს: წლის ბოლომდე თქვენთან ვიქნებიო, ქართველებს უთვლის, ამასთან, აკონკრეტებს, რომ წლის ბოლოს ხელისუფლებაში კი არ ბრუნდება, საქართველოში გადამწყვეტ ბრძოლაში ჩაერთვება.

 

სააკაშვილი იმასაც მიანიშნებს, რომ ამ გეგმას აშშ-მა მწვანე აუნთო, რადგან უკრაინის მაგალითმა ყველას კარგად დაანახა, რა ინტერესი აქვს რუსეთს და ყველა დაარწმუნა, რომ საქართველოში ხელისუფლება 2012 წელს სწორედ საგარეო ვექტორის შემოსაბრუნებლად შეიცვალა...

 

მოკლედ, თუ სააკაშვილის მინიშნებებს დაეჯერება, საქართველოში კიდევ ერთი რევოლუციაა მოსალოდნელი, ისევე, როგორც ეს უკრაინაში მოხდა: ბოლო 10 წელიწადში მეორედ... რა დაერქმევა ამ რევოლუციას, ჯერ არაა გარკვეული, მაგრამ ერთი რამ კი ნათელია - ამჯერად ის სწორედ „ოცნების“ ყოფილმა მხარდამჭერებმა უნდა წამოიწყონ და „ნაციონალები“ მასში მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთვებიან... ეს კი ასე იმისთვისაა გათვლილი, რომ ასე „გაბაზრდეს“ - ხალხმა აირჩია და ხალხმავე უთხრა უარიო...“.

 

გაზეთი "ქრონიკა+"

 

 

mishas.jpg

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !