-
2015-02-23 12:28
ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, ცალკე აღებული მინისტრები, თავისთავად, წესიერი ადამიანები არიან და მაგრამ მასშტაბური სახელმწიფოებრივი ხედვა აკლიათ.
„პერსონალიებზე ლაპარაკი არ მინდა, აქ მთავრობის მიმართ ნდობის საკითხზეა ლაპარაკი იმიტომ, რომ მთავრობა სოლიდარული პასუხისმგებლობის ორგანოა.
პრემიერ-მინისტრისთვის კითხვების დასმა, კითხვების დასმას მთლიანად მთავრობის მიმართ იწვევს.
ცალკე აღებული მინისტრები, თავისთავად, წესიერი ადამიანები არიან და ვიცი, მაქსიმუმს აკეთებენ, მაგრამ ჩემი აზრით, მასშტაბური სახელმწიფოებრივი ხედვა აკლიათ და უფრო ყოველდღიური წვრილმანებით არიან დაკავებულნი, ვიდრე რადიკალური სისტემური გადაწყვეტილებებით, რის გარეშეც ქვეყნის ამ ვითარებიდან გამოყვანა შეუძლებელია.
ამ ყოველდღიურ რუტინაში თავი რაღაცნაირად კომფორტულად იგრძნეს და მთლიან სურათს, მგონი, ვეღარ ხედავენ.
კრიზისში ახლა შევდივართ, დაღმასვლა გრძელდება და პიკი გაზაფხულის მეორე ნახევარში გარდაუვალია.
უნდა მოხდეს მსხვერპლშეწირვა.
ჩემი აზრით, მთავრობის ნდობის საკითხი დადგება, რაც, თავისთავად, ახალ მინისტრთა კაბინეტს ნიშნავს“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
„ვერსია“