
გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ კულუარებში უკვე ღიად საუბრობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე მინისტრის მოხსნას აპირებს.
„როგორც „ქრონიკას“ აცნობეს, ორი მინისტრი მოსახსნელად გამზადებულია - ნოდარ ხადური და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი.
მათ მოხსნაზე ივანიშვილი თანახმაა.
ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრების - ოთარ დანელიასა და ელგუჯა ხოკრიშვილის გადაყენების საკითხი.
ივანიშვილს ჯერ მათ წასვლაზე დასტური არ მიუცია, თუმცა ეს თემა განხილვის საგანია", - წერს გამოცემა.